გრიგალაშვილის გამარჯვების გოლი აკრობატულ ნახტომში
Aa
Aa

გრიგალაშვილის გამარჯვების გოლი აკრობატულ ნახტომში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის რანგით მეორე ლიგის ''ყიზილ-ჟარში'' ასპარეზობს. 33 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა, რომელმაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გია გეგუჩაძის გაწვრთნილ ''ზესტაფონში'' გაატარა, ''შახტიორ-ბულატთან'' გასვლით მატჩში ბრწყინვალე გამარჯვების გოლი გაიტანა.

გრიგალაშვილმა გოლი მე-60 წუთზე შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართველმა ლეგიონერმა ზედიზედ მეორე ტურში მოახერხა გოლის გატანა. 

21 ტურის შემდეგ ''ყიზილჟარი'' 45 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება. საუკეთესო ორი გუნდი შემდეგ სეზონს უმაღლეს ლიგაში გაატარებს.

შოთა გრიგალაშვილი გია გეგუჩაძის ფორმაციის თბილისის ''დინამოსა'' და ''ზესტაფონის'' ფეხბურთელი იყო. ასევე უთამაშია რუსეთის პრემიერლიგის ვლადიკავკაზის ''ალანიასა'' და კვიპროსულ ''ანორთოსისში.'' გრიგალაშვილი ''ყიზილ-ჟარში'' 2018 წელს ჩაირიცხა,  უმაღლესი ლიგიდან გავარდნის მიუხედავად გუნდს უერთგულა და 2019 წლის სეზონში გუნდს პრემიერლიგაში დაბრუნებაში ეხმარება.

2006-13 წლებში შოთა გრიგალაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი ჩაატარა. უკანასკნელად 2013 წელს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის, ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა, როცა თემურ ქეცბაიას გუნდი სტუმრად 2:0 დამარცხდა.

ფოტო ისტორიიდან: 2007 წელს კლაუს ტოპმიოლერის რეკომენდაციით ბექა გოცირიძე და შოთა გრიგალაშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის აუე-ში სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები