Aa
Aa

ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. თავისუფალ სტილში მოჭიდავე ბექა ლომთაძე, რომელიც 61 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა ინდოელი რაჰულ ავარე დამაჯერებლად 10:6 დაამარცხა.

რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას,  ლომთაძემ მოლდოვის სახელით მოასპარეზე ესანუ 10:0 გაანადგურა, რის შემდეგაც მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ გრაფს დაუპირისპირდა. ლომთაძემ მოლდოველის მსგავსად ამერიკელის ბარიერიც დაძლია.

ლომთაძე ფინალურ შეხვედრას ხვალ, 22 სექტემბერს გამართავს. ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელ იდრისოვს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები