საფრანგეთი VS არგენტინა: ზედრამატული მატჩი და ჩხუბი ბოლო წუთებზე
Aa
Aa

საფრანგეთი VS არგენტინა: ზედრამატული მატჩი და ჩხუბი ბოლო წუთებზე

იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ნელ-ნელა ხურდება. დღეს C ჯგუფის ცენტრალური ჯახი შედგა - საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდა და 23:21დაამარცხა.

ბრძოლა სანახაობრივი და ძალიან დაძაბული გამოდგა. ფრანგებმა პირველი ტაიმი 20:3 მოიგეს, მეორე კი 3:18 დათმეს.

შეხვედრის ბოლო წუთებზე არგენტინელებს მოგებაც შეეძლოთ, თუმცა 79-ე წუთზე ემილიანო ბოფელიმ ჯარიმა ვერ გამოიყენა.

ბოლო წამები ჩუბით დასრულდა. მორაგბეებს ემოციები მოეძალათ, თუმცა ყველაფერი მალევე ჩაცხრა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ფრანგი მე-12 ნომერი და პირველი ლელოს ავტორი გაელ ფიკუ დასახელდა.

 

ცხელი ამბები