ჰეიგმა უელსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

ჰეიგმა უელსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

რაგბის მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე ''ბორჯღალოსნები'' პირველ მატჩს უელსთან გამართავენ. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით მილტონ ჰეიგმა უელსთან შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. ჰეიგის გადაწყვეტილებით ეროვნულ გუნდს ტრავმირებული მერაბ შარიქაძის ნაცვლად მიხეილ ნარიაშვილი უკაპიტნებს.

ცხადია შემადგენლობაშია ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელიც მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

ჰეიგის რჩეულნი:

1. მიხეილ ნარიაშვილი (კაპ.)
2. შალვა მამუკაშვილი
3. ბექა გიგაშვილი
4. გიორგი ნემსაძე
5. კონსტანტინე მიქაუტაძე
6. გიორგი თხილაიშვილი
7. მამუკა გორგოძე
8. ბექა გორგაძე
9. ვასილ ლობჟანიძე
10. თედო აბჟანდაძე
11. გიორგი კვესელაძე
12. ტამაზ მჭედლიძე
13. დავით კაჭარავა
14. მირიან მოდებაძე
15. სოსო მათიაშვილი

16. ჯაბა ბრეგვაძე
17. გურამ გოგიჩაიშვილი
18. ლევან ჩილაჩავა
19. შალვა სუთიაშვილი
20. ბექა საღინაძე
21. ოთარ გიორგაძე
22. გელა აფრასიძე
23. ლაშა ხმალაძე

საქართველოსა და უელსის შეხვედრა 23 სექტემბერს ქალაქ ტოიოტას სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 14 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

ჰეიგის მსგავსად შემადგენლობა უელსის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმაც დაასახელა.

ფოტო: rugby.ge

ცხელი ამბები