დასანანი მარცხი - ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაკარგა
Aa
Aa

დასანანი მარცხი - ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაკარგა

„აკი ბაშოს“ მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-6 მაეგაშირა მიოგირიუ იყო.

ლევან გორგაძემ ბრძოლა არადამაჯერებლად დაიწყო, მეტოქემ ხელები დაუბლოკა, რის შემდეგაც კარგადაც მიაწვა და „ტოჩის“ დოჰიოდან ფეხი გადაადგმევინა.

წონასწორობის მცირედით დაკარგვა ლევანს ოძეკის წოდების დაკარგვად დაუჯდა.

 

ქართველი რიკიში მიოგირიუს დღემდე 21-ჯერ შეერკინა და 12-ჯერ გამარჯვება მას დარჩა.

ამრიგად, მომდევნო ბაშოზე ლევან გორგაძეს 10 ბრძოლის მოგება მოუწევს, რომ ოძეკის წოდება დაიბრუნოს. თუ, ტოჩინოშინი ამას ვერ მოახერხებს, ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი გოლიათი უახლოეს 2 თვეში ტრავმას სრულად მოიშუშებს და დოჰიოზე ნამდვილ ტოჩინოშინს ვიხილავთ.

ცხელი ამბები