ისტორიაში პირველად - UEFA-ს სასიამოვნო სიახლე
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - UEFA-ს სასიამოვნო სიახლე

ევროპა ლიგის პირველ ტურში ბელგრადში „პარტიზანმა“ ჰოლანდიურ „ალკმაარს“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ამ მატჩში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა დაფიქსირდა. ბელგრადელებს თავიანთი გულშემატკივრების ზღვარსგადასული ქმედების გამო ჯარიმა ჰქონდათ დაკისრებული და შეხვედრა მაყურებლების გარეშე უნდა გამართულიყო.

UEFA-ს ახალი წესის თანახმად, მსგავს სიტუაციებში მასპინძელ კლუბს ტრიბუნებზე 14 წლამდე ბავშვების შეშვების უფლება ექნება.

ბავშვები მეთვალყურეებთან ერთად მატჩს დაესწრებიან. საუბარია მწვრთნელებსა და მასწავლებლებზე.

სწორედ ასე მოხდა ბელგრადშიც, სადაც მატჩს 22 ათასი ბავშვი დაესწრო. უნდა ითქვას, რომ UEFA-ს ახალი იდეა უდაოდ მისასალმებელია, რადგან ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშზე უარესი არაფერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები