ბათუმის ''დინამოს'' გამარჯვება ბრაზილიელთა ბრწყინვალე გოლით
Aa
Aa

ბათუმის ''დინამოს'' გამარჯვება ბრაზილიელთა ბრწყინვალე გოლით

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ბათუმის ''დინამომ'' ანგისას ბაზაზე მოქმედი ჩემპიონი ''საბურთალო'' 1:0 დაამარცხა.

ჯენერი ხორავამ 62-ე წუთზე კენიელ ელვინ ტერას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მატჩის დარჩენილი დრო თბილისურმა კლუბმა რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა.

74-ე წუთზე გაბრიელ რამოსისა და ჯოვინო ფლამარიონის ბრწყინვალე თამაში გოლით დასრულდა, ბრაზილიელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და შეტევა ფლამარიონმა ძალიან ეფექტური გოლით დაასრულა.

 

28 მატჩში ბათუმის ''დინამომ'' 58 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზეა, ხოლო თბილისის ''დინამო'' 54 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, თუმცა თბილისურ კლუბს 26 შეხვედრა აქვს გამართული და თუ აღნიშნულ ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმს მოიპოვებს პირველ ადგილზე საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გადავა.

რაც შეეხება ''საბურთალოს,'' გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 27 მატჩში 51 ქულა მოაგროვა და მეორეადგილოსან თბილისის ''დინამოს'' სამი ქულით ჩამორჩება.

28-ე ტურში ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა ''რუსთავმა'' შინ თბილისის ''ლოკომოტივი'' 2:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი პაატა კიტეიშვილის პასით ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

56-ე წუთზე არბიტრმა ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელ ირაკლი კომახიძეს წითელი ბარათი უჩვენა. 74-ე წუთზე ქოჩლაძემ წონასწორობა ორ ბურთამდე გაზარდა. 81-ე წუთზე დავით კირკიტაძემ გაუტანა ''რუსთავს'' და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

28-ე ტურში აუტსაიდერმა ბოლნისის ''სიონმა'' ''თამაზ სტეფანიაზე'' ქუთაისის ''ტორპედო'' 2:0 დაამარცხა. თემურ შალამბერიძის გაწვრთნილმა გუნდმა წარმატებას გამოცდილი ფეხბურთელების გოლებით მიაღწია. მე-19 წუთზე ანგარიში დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა, 52-ე წუთზე კი ლევან ხმალაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

''სიონი'' 30 ქულით მერვე ადგილზეა, თუმცა მეცხრე საფეხურზე მყოფ ''დილას'' მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. თუ 21 სექტემბერს ''დილა'' ''ვიტ ჯორჯიას'' დაამარცხებს, ''სიონი'' მეცხრე ადგილზე აღმოჩნდება.

ფოტო/ვიდეო: eliga.ge, ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები