ფეხბურთელის პიროვნული ტრაგედია და ძალიან ღირსეული ნაბიჯი
Aa
Aa

ფეხბურთელის პიროვნული ტრაგედია და ძალიან ღირსეული ნაბიჯი

USL-ში ''საკრამენტოს'' პოლონელმა ფეხბურთელმა დარიუშ ფორმელამ, რომელიც პოლონურ ''პოგონში'' მათე ცინცაძის თანაგუნდელი იყო, ''რიუ გრანდე ველისთან'' მატჩში 81-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

23 წლის პოლონელმა უმაღლესი დონის პროფესიონალიზმი გამოავლინა. მატჩამდე სამი საათით ადრე დარიუშს მამა გარდაეცვალა, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა.

უდიდესი პიროვნული ტრაგედიის მიუხედავად ფეხბურთელმა თამაშში მონაწილეობა მიიღო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ყველაზე საგულისხმო ის ფაქტია, რომ მოთამაშემ მამის გარდაცვალებით გამოწვეული ტრაგედია მატჩამდე თანაგუნდელებს არ გაუმხილა.

დარიუშ ფორმელამ გოლი მამას მიუძღვნა.

ფოტო: sacrepublicfc.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები