Aa
Aa

ზედიზედ მესამედ - გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!

ყაზახეთში მიმდინარე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი ფინლაში გავიდა

125 კილოში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:2 დაამარცხა.

პეტრიაშვილი ხვალ ფინალურ შეხვედრაში მთავარ კონკურენტს თურქს ტაჰა აკგულის შეხვდება.

ქართველმა ფალავანმა ყაზახურ ხალიჩაზე ასევე კოსოვს წარმომადგენელს ეგზონ შალასა და სირიელი მოჭიდავეს ბადჟა ხუტაბს მოუგო.

92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა ირაკლი მწითურმა ნახევარფინალი ამერიკელ ჟდენ კოქსთან წააგო.

დღესვე მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ იაკობიშვილმა და ავთანდილ კენჭაძემ იასპარეზეს.

სამწუხაროდ მოჭიდავეებმა თავიანთი შეხვედრები დათმეს.

საღამოს სესიაში კი ფინალში მხოლოდ იაკობიშვილის მეტოქე გავიდა და ამრიგად ხვალ ქართველი ფალავანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

ცხელი ამბები