ქართველი მოჭიდავეები ნახევარფინალში გავიდნენ
Aa
Aa

ქართველი მოჭიდავეები ნახევარფინალში გავიდნენ

ყაზახეთში მიმდინარე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირაკლი მწითური და გენო პეტრიაშვილი ნახევარფინლაში გავიდნენ.

92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა 2 ბრძოლა გამართა.

მერვედფინალში მწითურმა უნგრელი სპორტსმენი ბენდეგუზ ტოტი ანგარიშით 8:0 დაამარცხა , ხოლო მეოთხედფინალში იაპონელ ტაკუმა ოცუს 5:0 აჯობა.

ნახევარფინალში ქართველი მოჭიდავე ამერიკელ ჟდენ კოქს დაუპირისპირდება.

125 კილოში კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის შეხვდება.

ქართველმა ფალავანმა ყაზახურ ხალიჩაზე კოსოვს წარმომადგენელი ეგზონ შალა, სირიელი მოჭიდავე ბადჟა ხუტაბა დაამარცხა და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

დღესვე მსოფლიო ჩემპიონატზე ზურაბ იაკობიშვილმა და ავთანდილ კენჭაძემ იასპარეზეს.

სამწუხაროდ მოჭიდავეებმა თავიანთი შეხვედრები დათმეს და იმ შემთხვევაში თუ მათი მეტოქეები ფინალში გავიდნენ , ჩვენი ფალავნები ბრინჯაოს მედლისთის ბრძოლას განაგრძობენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:45 საათზე განახლდება

ცხელი ამბები