გოგა ჩხეიძემ 23 წლამდელთა რეკორდი დაამყარა
Aa
Aa

გოგა ჩხეიძემ 23 წლამდელთა რეკორდი დაამყარა

ტაილანდში მიმიდნირაე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ აკვრაში ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

მესამე საშეჯიბრო დღეს ფიცარნაგზე 67 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდანბეჯგუფში გოგა ჩხეიძემ იასპარეზა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 133 / 137 კგ. დაძლია და მე-6 ადგილი დაიკავა, აკვრაში კი ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა 162 / 166 / 170 და მესამე საფეხურზე გავიდა.

170 კილოგრამის დამორჩილებით ჩხეიძემ ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც მასვე ეკუთვნოდა.

ორჭიდის ჯამში მოგროვებული 307 კილოგრამით კი მეოთხე შედეგი აჩვენა.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიის სპორტსმენები იასპარეზებენ.

საქართველოს სახელით კი კახი ასანიძე და არჩილ მალაყმაძე გამოვლენ.

ქართველი სპორტსმენები ფიცარნაგზე თბილისის დროით 11:25 საათზე გამოჩნდებიან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები