სალომე ფაჟავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს
Aa
Aa

სალომე ფაჟავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს

სალომე ფაჟავა ბაქოში მიმდინარე მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ქართველი ტანმოვარჯიშე მრავალჭიდში გამოდის და მედლის მოგების კარგი შანსი აქვს.

ფაჟავას გარდა, საქართველოს ნაკრებს ნატელა ბოლატაევა და ქეთევან არბოლიშვილი წარმოადგენენ. მათ გუნდურ ასპარეზობაში 42 ქვეყანას შორის მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც დადებით შედეგად შეფასდა.

სალომე ფაჟავა ფინალში 23 სხვა ტანმოვარჯიშესთან ერთად გამოვა, რომლებიც ასპარეზობას, თბილისის დროით, 14:30 საათიდან დაიწყებენ და მედლებს გაითამაშებენ.

გარდა ამისა, ფინალური ეტაპი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის 16 საგზურის მფლობელს გამოავლენს.

ცხელი ამბები