ინფანტინო ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს ქალბატონებს მატჩებზე დასწრების უფლება მისცეს
Aa
Aa

ინფანტინო ირანის ხელისუფლებას მოუწოდებს ქალბატონებს მატჩებზე დასწრების უფლება მისცეს

ფიფას პრეზიდენტი, ჯანი ინფანტონო ირანის ხელისუფლებისგან მოითხოვს 1979 წელს დაწესებული აკრძალვა გაუქმდეს და ქალბატონებმა საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება მიიღონ.

როგორც მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ ირანელმა ქალბატონმა თეირანის სასამართლოს შენობის წინ თავის დაწვა სცადა. 29 წლის საჰარი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ჟესტით მან გადაწყვეტილება გააპროტესტა რომლის მიხედვითაც იყო შანსი გისოსებს მიღმა 6 თვე გაეტარებინა.

ეს ქალბატონი მარტში დააპატიმრეს, როცა მამაკაცივით გამოწყობილი სტადიონზე შესვლას ცდილობდა, რათა ერთ-ერთ შეხვედრას დასწრებოდა.  მას ქალბატონებისთვის დაწესებული ჩაცმის სტილის დარღვევით საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებდნენ.

ფიფამ ირანის მთავრობასთან მოლაპარაკებები რამდენჯერმე გამართა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ირანს თავდაპირველად ვადა 31 აგვისტომდე მისცა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

რამდენიმე წუთის წინ ამ საკითხს ინფანტინო ოფიციალურ განცხადებაში შეეხო, რომელშიც ვკითხულობთ: "იმედი მაქვს ირანის ფეხბურთის ფედერაცია და ქვეყნის ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს უპასუხებს და ამ მიუღებელ სიტუაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებ".

"წარსულში ფიფას წარმომადგენლები და მე მათ რამდენჯერმე დავუკავშირდით. ჩვენ ამჟამად ირანში დელეგაცია გვყავს გაგზავნილი და მათგან სასიხარულო ინფორმაციის მიღებას ველოდებით".

"ჩვენი პოზიცია ნათელია! ქალბატონებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება უნდა ჰქონდეთ".

"მშვენივრად გვესმის, რომ მთელი რიგი პროცედურული ეტაპების გავლაა საჭირო, მაგრამ ახლა ცვლილებების დროა. ფიფა ოქტომბერში გასამართი მატჩისთვის, რომელსაც ირანი უმასპინძლებს, პოზიტიურ სიახლეებს ელოდება".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები