Aa
Aa

"ჰოლანდიელი ფილ ჯონსი" - სოციალურ ქსელებში დე ლიხტს აკრიტიკებენ

"იუვენტუსის" ახალწვეულის, მატიის დე ლიხტის ტურინული თავგადასავალი კარგად ნამდვილად არ დაწყებულა. 20 წლის უკანახაზელი, რომელიც "იუვეს" ზაფხულში შეუერთდა საკუთარი პოტენციალის გამოვლენას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

დე ლიხტის თანაგუნდელმა, ლეონარდო ბონუჩიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელს მაურიციო სარის სათამაშო სტილთან შეგუება ძალიან უჭირს.

მიუხედავად ამისა, დე ლიხტი "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში მაინც მოექცა. სოციალური ქსელების მომხმარებლებს მატიისის პასიურობამ ერთი მცველი  გაახსენა - ფილ ჯონსი.

"იუვემ დე ლიხტი იყიდა თუ ფილ ჯონსი"?

"დე ლიხტი ჰოლანდიელი ფილ ჯონსი ხდება".

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დე ლიხტი ჰოლანდიელი ფილ ჯონსია".

"ტვიტერზე" სწორედ ასეთი შინაარსის პოსტები გვხვდება... თუმცა "ბებერი ქალბატონის" ქომაგებს მაინც იმედი აქვთ, რომ ჰოლანდიელი ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს და ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაიმკვიდრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები