ლუკას მოურა: მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია
Aa
Aa

ლუკას მოურა: მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია

„პარი სენ ჟერმენის“ გარემარბმა ლუკას მოურამ, კითხვაზე თუ ვის მიიჩნევს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, ყველასთვის მოულოდნელი პასუხი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ლუკასი ბრაზილიელია, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისთვის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე არგენტინელი ლიონელ მესია.

 

 

„მესი ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. მე მის თამაშს უკვე ძალიან დიდი ხანია რაც თვალს ვადევნებ და უნდა ვაღიარო, რომ მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. რატომ ვაქებ არგენტინელს? რათქმაუნდა ჩვენს ქვეყნებს შორის მუდმივი საფეხბურთო დაპირისპირებაა, თუმცა მოდით ვიყოთ რეალისტები, მესი დღეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები