Aa
Aa

"რატომ? რატომ შეაჩერე ბრძოლა?" - ტოჩინოშინი მსაჯის ქმედებით აღშფოთდა

„აკი ბაშოს“ მე-12 დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ინუსუკე მორი - ტოჩინოშინის დღევანდელი ბრძოლის გიოჯი (არბიტრი), შესაძლოა ქართველის მარცხის ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

საქმე იმაშია, რომ გორგაძისა და მიტაკეუმის პირველი კონტაქტის (ტაჩი აი) შემდეგ უნუსუკე მორიმ ბრძოლა შეაჩერა და სეკიტორებს თავიდან მომზადებისკენ მოუწოდა.

ამ ეპიზოდში რეალურად არაფერი მომხდარა ნაადრევი დაჯახება (მატა) არ ყოფილა. აშკარად გამოჩნდა, რომ ტოჩინოშინი ბრძოლას კარგად იწყებდა. ხელმეორედ განმეორების შემდეგ კი მიტაკეუმიმ ადვილად გაიმარჯვა.

ყველას კარგად მოეხსენება ქართველი ოძეკის ტრავმის შესახებ. დაზიანებული მუხლის გამო ლევანი ფეხს ძალას ბოლომდე ვერ ატანს და მისთვის დოჰიოზე ნებისმიერი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

"რატომ? რატომ შეაჩერე ბრძოლა? არ მესმის ამის მიზეზი რა იყო".  - მიმართა "ტოჩიმ" გიოჯის.

საბოლოოდ, ლევან გორგაძემ მარცხი საკუთარ ცუდ ფორმას დააბრალა: "დღეს იმიტომ დავმარცხდი, რომ სუსტად გამოვიყურები, თუმცა ინტენსიურად ვარჯიშს განვაგრძობ".

ამ წაგების შემდეგ, ტოჩინოშინი ურთულეს მდგომარეობაშია და მას დარჩენილი 3 ბრძოლის მოგება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის წოდება დაიკარგება და ის მომდევნო ბაშოზე 10 ბრძოლის მოგების შემთხვევაში დაბრუნდება.

P.S. ხსენებულმა არბიტრმა ტოჩინოშინის ბრძოლამდე რიუდენისა და გოეიდოს დაპირისპირება 3-ჯერ გადაათამაშა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები