ოფიციალურად: მჭედლიძე ''დინამოს'' ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად: მჭედლიძე ''დინამოს'' ფეხბურთელია

იტალიური ''ემპოლის'' დატოვების შემდეგ გამოცდილი ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე კარიერას თბილისის ''დინამოში'' გააგრძელებს. ინფორმაციას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

მჭედლიძე ''დინამოს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

2008-09 წლებში ქართველი ფეხბურთელი ''ემპოლიდან'' იჯარის წესით''პალერმოში'' თამაშობდა, 2009 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე კი ''ემპოლის'' ღირსებას იცავდა.

მჭედლიძემ სერია ა-ში ''პალერმოსა'' და ''ემპოლის'' რიგებში საერთო ჯამში 75 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი შეაგდო. ასევე, მის ანგარიშზეა 3 საგოლე გადაცემა.

მის კარიერაში ყველაზე უიღბლო 2017-18 წლების სეზონი გამოვიდა, ქართველ ფეხბურთელს მძიმე ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.

29 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები