ფიფას რეიტინგი: საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა
Aa
Aa

ფიფას რეიტინგი: საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა

ფიფა/კოკა-კოლას სექტემბრის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სამი საფეხურით დაწინაურდა და 91-ე ადგილზეა. მიმდინარე თვეში ვლადიმირ ვაისის გუნდმა სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩში ფრედ 2:2 ითამაშა, შემდეგ კი ევროშესარჩევში ''დინამო არენაზე'' დანიასთან მატჩი უგოლოდ დასრულდა.

აღნიშნული რეიტინგის საუკეთესო ათეულში ცვლილება არ ფიქსირდება, პირველ ადგილზე კვლავ ბელგიაა, ბელგიის ნაკრებს საფრანგეთი მოყვება, შემდეგ ადგილებს კი ბრაზილია, ინგლისი, პორტუგალია, ურუგვაი, ესპანეთი, ხორვატია და არგენტინა იკავებენ.

დანიის ნაკრები ერთი საფეხურით დაქვეითდა და მე-14 პოზიციას იკავებს. ევროშესარჩევში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქე ირლანდია 28-ე ადგილზეა,  შვეიცარია კი -  მე-11-ზე.

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს ირლანდიას უმასპინძლებს, 15 ოქტომბერს კი გიბრალტარს ესტუმრება. შესარჩევი ციკლის დასკვნით შეხვედრას ვაისის გუნდი 19 ოქტომბერს შვეიცარისთან სტუმრად გამართავს.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები