დახვედრაც ასეთი უნდა! ნაგოიას მერმა
Aa
Aa

დახვედრაც ასეთი უნდა! ნაგოიას მერმა "ბორჯღალოსნებს" ელვის პრესლის სიმღერა მიუძღვნა!

იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 22 სექტემბერს აიღებს, ხოლო საქართველოს ნაკრები გათამაშებაში 23 სექტემბრიდან ჩაებმება. „ბორჯღალოსნები“ უელსს შეერკინებიან.

მილტონ ჰეიგის გუნდი უკვე 1 კვირაა იაპონიაში იმყოფება და მოსამზადებელ ეტაპს გადის.

18 სექტემბერს ქალაქ ნაგოიაში „ბორჯღალოსნებს“ ქალაქის მერმა უმასპინძლა. შედგა დახვედრის ოფიციალური ცერემონია.

ნაგოიას მერმა ტაკაში კავამურამ საქართველოს ნაკრების მიმართ სიყვარული ორიგინალურად გამოხატა და ელვის პრესლის ლეგენდარული სიმღერა Can't Help Falling In Love შეასრულა.

„ვერ ვიკავებ თავს საქართველოს ნაკრების შეყვარებისგან“ - ასე დაასრულა სიმღერა ტაკაში კამურამ, რომელიც ინტერნეტსივრცეს უმალვე მოედო და უამრავი ნახვა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს უელსს თბილისის დროით 15:15 წუთზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები