UFC-ში გიგა ჭიკაძის დებიუტი შედგება! მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია
Aa
Aa

UFC-ში გიგა ჭიკაძის დებიუტი შედგება! მეტოქე და ბრძოლის თარიღი ცნობილია

MMA-ის ქართველი მებრძოლი და აწ უკვე ყოფილი კიკბოქსიორი გიგა ჭიკაძე UFC-ში იბრძოლებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჭიკაძის პირველი ბრძოლა მეტოქის ტრავმის გამო ჩაიშალა. მაიკ დევისი ბრენდონ დევისმა შეცვალა.

ქართველი მებრძოლის მეტოქემ MMA-ში დღემდე 17 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 10 მოიგო. რაც შეეხება UFC-ის, დევისმა 2 ბრძოლა მოიგო და 4-ჯერ დამარცხდა.

გიგა ჭიკაძის დებიუტი UFC-ში 28 სექტემბერს შედგება. ბრძოლა კოპენჰაგენში გაიმართება.

ჭიკაძემ ეს ამბავი საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.

ცხელი ამბები