თავისუფლების ცუდი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე
Aa
Aa

თავისუფლების ცუდი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატზე

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში სტარტი აიღო მსოფლი ჩემპიონატმა თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის.

ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე ლადო ხინჩეგაშვილი და ოთარ გოგავა გამოჩნდნენ და სამწუხაროდ ორივე სპორტსმენი ოქროს მედლისთვის ბრძოლას  გამოეთიშნენ.

ხინჩეგაშვილმა (65) პირველ წრეში მოგება მოახერხა. ლადომ პირველ ეტაპზე კორეელი ჯუნსინ იუნი 4:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კი უნგრეთის სახელით მოასპარეზე ისმაილ მუსზუკაევთან 1:5 წააგო.

ოთარ გოგავა პირველივე ბრძოლაში  სომეხ არსენ არუთინიანთან დამარცხდა.

იმ შემთხვევაში თუ სპორტსმენები ჩემპიონატის ნახევარფინალში გავლენ , ქართველი ფალავნები ასპარეზობას რეპეშაჟში განაგრძობენ

ცხელი ამბები