მე-7 მარცხი - ტოჩინოშინი წოდების დაკარგვასთან ერთ ნაბიჯშია!
Aa
Aa

მე-7 მარცხი - ტოჩინოშინი წოდების დაკარგვასთან ერთ ნაბიჯშია!

„აკი ბაშოს“ მე-12 დღეს ტოჩინოშინი სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით უშანსოდ დამარცხდა.

ალბათ უმჯობესი იქნებოდა, რომ ლევანს ბრძოლა სხვა სტილში დაეწყო, თუმცა რაც არის ეს არის - ტოჩინოშინი ოძეკის წოდების დაკარგვასთან ერთ ნაბიჯშია. მან დარჩენილი 3 ბრძოლიდან ყველა უნდა მოიგოს.

 

გასული წლის დიდი ტურნირებიდან ერთ-ერთის მომგები მიტაკეუმი დღევანდელ დღემდე ლევან გორგაძეს 11-ჯერ შეხვდა და 8 შემთხვევაში გამარჯვება ქართველს დარჩა.

ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-5 მაეგაშირა რიუდენი იქნება, რომელსაც გორგაძე სულ 2-ჯერ შეხვდა, ერთხელ მოიგო, ხოლო ერთხელ დამარცხდა.

რიუდენს მოგება წაგებათა ბალანსი 6-6-თან აქვს და „ტოჩის“ მსგავსად ისიც კაჩი-კოშის გასაფორმებლად იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ თუ ლევანი ოძეკობას დაკარგავს, მომდევნო ტურნირზე 10 ბრძოლის მოგების შემთხვევაში მას წოდება აღუდგება.

ცხელი ამბები