Aa
Aa

ჯერემი ლემბი ბითაძეს აქებს: "ვფიქრობ გოგა კარგ კალათბურთელად ჩამოყალიბდება"

„ინდიანა პეისერსის“ მოთამაშემ, ჯერემი ლემბმა გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა. 27 წლის მსროლელ მცველს ჰკითხეს რას ფიქრობდა ქართველ ცენტრზე, კალათბურთელზე, რომლის თამაშიც ჯერჯერობით ადგილობრივ პუბლიკას არ უნახავს, რაზეც ლემბმა განაცხადა.

„ის კარგი კალათბურთელის შთაბეჭდილებას ტოვებს. მას დაყენებული სროლა აქვს, ბურთს მშვენივრად ხსნის, შეტევაში სწრაფად გადასვლა შეუძლია და დაფარებების განხორციელებაც გამოსდის. იგი ჯერ კიდევ თავისი თავის ძიებაშია, სწორედ ამიტომ ხანდახან ვეუბნები, რომ აგრესიული იყოს. ის სწავლის პროცესშია და ვფიქრობ კარგ მოთამაშედ ჩამოყალიბდება“.

ჟურნალისტმა ლემბს ბითაძის მომავლის შესახებაც სთხოვა კომენტარის გაკეთება და ჰკითხა შეძლებს თუ არა გოგა NBA-ში დიდხანს დარჩენას და აქვს თუ არა მას ის, რაც ამისთვისაა საჭირო.

„ვიცი, რომ მას უდიდესი ტალანტი აქვს. NBA-ში რამდენიმე წელია ვთამაშობ და ვხედავ, რომ აქ დასარჩენად მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა. თუმცა თუ მას მომავალშიც ასეთივე სამუშაო ეთიკა ექნება და თავდაუზოგავად მუშაობას გააგრძელებს, NBA-ში სამუდამოდ დარჩება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები