Aa
Aa

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დასრულებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოჭიდავეებს გულშემატკივრები , ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დახვდნენ.

გეგა გეგეშიძე - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

 

ლერი ხაბელოვი - ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

 

წლის უმთავრეს შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებმა ათივე - 55, 60, 63, 67, 72, 77, 82, 87, 97, 130 წონით კატეგორიაში იასპარეზა.

12 წლიანი პაუიზის შემდეგ საქართველოს ოქროს მედლები ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ მოუპოვეს.

ნუგზარ წურწუმია - მსოფლიო ჩემპიონი

 

ლაშა გობაძე - მსოფლიო ჩემპიონი

 

97 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური ლიცენზია გიორგი მელიამ დაისაკუთრა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ასევე ოლიმპიური ლიცენზია და ბრინჯაოს მედალი მძიმე წონაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატისა და ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ოქროსა, 1 ბრინჯაოს მედლით და გუნდური მესამე ადგილით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოს ნაკრების შარშანდელი მიღწევა.

ბექა როყვა - ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი

 

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს მონაგარმა 2 ბრინჯაოს მედალი შეადგინა.

ცხელი ამბები