შოთა არველაძის ყოფილი თანაგუნდელი 6-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა
Aa
Aa

შოთა არველაძის ყოფილი თანაგუნდელი 6-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ფერნანდო რიქსენი, 6-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ დღეს, 43 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიქსენს ამიოტრუფული გვერდითი სკლეროზი 2013 წელს დაუდგინეს, რის შემდეგაც დაავადება ნელ-ნელა პროგრესირებდა და საბოლოოდ, ფატალური შედეგით დასრულდა.

ყოფილი თანაგუნდელის გარდაცვალებას შოთა არველაძეც გამოეხმაურა, რომელიც რიქსენთან ერთად "რეინჯერსში" 2001-2005 წლებში თამაშობდა. "გულგატეხილი ვარ. მშვიდად განისვენე, მეგობარო. მადლობა მოგონებებისთვის", - წერს არველაძე.

ფერნანდო რიქსენს იგივე დაავადება ჰქონდა, რომელიც სტივენ ჰოკინგს. ჯანმრთელობის პრობლემასთან მრავალწლიანი ბრძოლის მიუხედავად, რიქსენმა ევთანაზიაზე უარი განაცხადა და სიცოცხლისთვის ბრძოლას აგრძელებდა, თუმცა...

რიქსენი "რეინჯერსის" ღირსებას 2000-2006 წლებში იცავდა და 3 წლის განმავლობაში ზურაბ ხიზანიშვილის მხარდამხარაც თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები