ახალგაზრდა მრბოლელი ფინასების გამო ჩემპიონატს ეთიშება
Aa
Aa

ახალგაზრდა მრბოლელი ფინასების გამო ჩემპიონატს ეთიშება

ახალაგაზრდა ქართველი მრბოლელი სანდრო თავართქილაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფომაციას ავრცელებს.

მისი თქმით არასაკმარისი ფინანსური მხარდაჭერის გამო  ის აზიის ფორმულა რენოში ასპარეზობას წყვეტს.

სანდრო ჩატარებული 7 რბოლიდან პოდიუმზე 4-ჯერ ავიდა და ლიდერთა სიაში იმყოფებოდა.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„დიდი ალბათობით მომიწევს გამოვეთიშო ჩემპიონატს სადაც არც თუ ცოტა შანსი მქონდა მომეგო 2019 წლის სეზონი, სამწუხაროდ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვეღარ მოვახერხე მომეძიებია ბოლო ნაწილი გადასარიცხი თანხისა. 7 შეჯიბრიდან შევძელი 4 პოდიუმი და დიდი გამოცდილება მიმეღო დარჩენილ 6 შეჯიბრში იყო შანსი კიდე მეტი წარმატების , მაგრამ რას ვიზავ არ აღმოჩნდა არცერთი კომპანია რომელიც ისურვებდა ჩემ სპონსორობას და ავტოსპორტის გვერდით დგომას ფორმულის კლასში.მადლობა ყველა გულშემატკივარს და იმათ ვინც საშუალება მომცა მეასპარეზა ამ 7 ეტაპზე“

ცხელი ამბები