Aa
Aa

"პსჟ" ნეიმარის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას იხდის

"პარი სენ ჟერმენი" კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარის შესაძენად ძალ-ღონეს არ იშურებს.

"OK Diario"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული კლუბის წარმომადგენლები, ფეხბურთელის აგენტს უკვე შეხვდნენ და მოლაპარაკებებიც გამართეს. "პარი სენ ჟერმენი" მზადაა, ნეიმარის სანაცვლოდ "ბარსელონას" 190 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელი კი, ანაზღაურების სახით წელიწადში 25 მილიონს ითხოვს! მხარეებს მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა აქვთ დაგეგმილი, რომელსაც უკვე "პარი სენ ჯერმენის" პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი და ნეიმარის მამაც დაესწრებიან. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ შევიტყობთ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები