Aa
Aa

ჩავი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად სტერლინგს მოიაზრებს

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ჩავიმ, პრესასთან საუბრისას ბევრისთვის გასაკვირი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მესისა და რონალდუს შემდგომ ეპოქაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად რაჰიმ სტერლინგს მოიაზრებს.

ჩავის თქმით, ინგლისელ შემტევს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ უმაღლეს დონემდე განვითარდეს და ახალ თაობაში ყველა სხვა ფეხბურთელზე ზემოთ დადგეს.

„ჩემთვის მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო არაერთი წლის განმავლობაში მასთან ერთად რონალდუც ფანტასტიკურად თამაშობს. თუმცა, დადგება დღე, როცა მათი ადგილი ვინმე სხვამ უნდა დაიკავოს.

თქვენ ხედავთ ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, როგორებიც ნეიმარი, მბაპე, სალაჰი და, რა თქმა უნდა, სტერლინგი არიან. ჩემი აზრით, ამ მომენტში ამ ყველაზე უკეთესად სწორედ რაჰიმი გამოიყურება.

იგი ყოველთვის კარგი და სახიფათო ფეხბურთელი იყო, თუმცა პეპ გუარდიოლას ხელმძღვანელობით საერთოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ვიცი, როგორ მუშაობს გუარდიოლა, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სტერლინგს შეუძლია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები