Aa
Aa

"დაუვიწყარი დღე იქნება" - რიკელმემ გამოსამშვიდობებელი მატჩი დაანონსა

ხუან რომან რიკელმემ საკუთარი გამოსამშვიდობებელი მატჩის თარიღი დაასახელა და განაცხადა, რომ შეხვედრა 12 დეკემბერს, „ბოკა ხუნიორსის“ საშინაო არენა „ლა ბომბონერაზე“ გაიმართება.

41 წლის ვარსკვლავმა ამის შესახებ სპეციალურად მოწყობილი პრესკონფერენციისას გამოაცხადა.

„იმედი მაქვს, მხიარული საღამო გამოვა, რადგან ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღე იქნება. ჩემს სახლში, „ბომბონერაზე“ ვბრუნდები და ამით ბედნიერი ვარ. ეს სტადიონი პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ბოლოჯერ მიხილავს“.

ლეგენდარულმა არგენტინელმა გამთამაშებელმა საფეხბურთო კარიერა 2014 წელს, „არგენტინოს ხუნიორსის“ რიგებში დაასრულა, იქამდე კი 7 წლის განმავლობაში სწორედ მშობლიური „ბოკას“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები