Aa
Aa

რაულისა და რუნის შემდეგ! - "ზალცბურგის" ფორვარდის დაწერილი ისტორია

ავსტრიული „ზალცბურგის“ 19 წლის თავდამსხმელი, ერლინგ ბრაუტ ჰალანდი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. უეინ რუნის 2004 წლის მიღწევის შემდეგ იგი პირველი თინეიჯერია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში 1-ზე მეტი გოლის გატანა შეძლო.

ნორვეგიელმა შემტევმა „გენკის“ კარში 3 გოლი შეაგდო, რითაც ამ ტურნირის ისტორიაში ჰეთ-თრიქის შემსრულებელი მხოლოდ მე-3 თინეიჯერი გახდა. აქამდე იგივე შედეგი იმავე რუნისა და რაულს ჰქონდათ.

ჰალანდის შედეგამდე ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიქის შესრულება 7-მა ფეხბურთელმა მოახერხა. ტურნირის ისტორიაში ეს პირველად მარკო ვან ბასტენმა გააკეთა, რომელმაც 1992 წლის 25 ნოემბერს, შვედური „გიოტებორგის“ კარი აიღო.

გუშინდელი სათამაშო დღის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ანსუ ფატის უკავშირდება. იგი „ბარსელონას“ ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ფატი „დორტუმუნდთან“ გამართული მატჩისას 16 წლისა და 321 დღის გახლდათ, რითაც ბოიან კრკიჩის რეკორდი გააუმჯობესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები