ოქრიაშვილი ოქტომბერში დაბრუნდება
Aa
Aa

ოქრიაშვილი ოქტომბერში დაბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია. ''ანორთოსისის'' ქართველმა შემტევმა ვარჯიშზე მიღებული დაზიანების გამო ''პარალიმნისთან'' მატჩი გამოტოვა. კვიპროსული მედიის ცნობით ოქრიაშვილი თემურ ქეცბაიას გუნდს შემდეგ ტურში ''პაფოსთან'' შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

27 წლის ნახევარმცველის მოედანზე დაბრუნება 2 ოქტომბერს ''აპოლონთან'' საშინაო თამაშშია მოსალოდნელი.

''კრასნოდარის'' ყოფილი მოთამაშის კვიპროსულ კლუბში დებიუტი 25 აგვისტოს აელ-თან შედგა. მას შემდეგ ოქრიაშვილს ქეცბაიას გუნდში არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში ''ანორთოსისმა'' კვიპროსის ჩემპიონატში 2 მატჩი ჩაატარა და 4 ქულა მოიპოვა. აელ-თან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ სტუმრად ''პარალიმნის'' სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები