კოვაჩმა დაადასტურა: ალაბა ''ტოტენჰემთან'' მატჩსაც გამოტოვებს
Aa
Aa

კოვაჩმა დაადასტურა: ალაბა ''ტოტენჰემთან'' მატჩსაც გამოტოვებს

ბუნდესლიგის გასულ ტურში ''ლაიფციგთან'' შეხვედრის დაწყებამდე მოთელვისას ''ბაიერნის'' ავსტრიელმა მცველმა დავიდ ალაბამ ტრავმა მიიღო. მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ''ცრვენა ზვეზდასთან'' მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ჩემპიონს ალაბა სამი კვირა ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ალაბამ ბუნდესლიგის სამ მატჩში 1 გოლი ''მაინცს'' შეუგდო. გერმანიის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩი ''ლაიფციგთან'' ტრავმის გამო გამოტოვა.

ნიკო კოვაჩი: ''ალაბა ორი კვირა ვერ დაგვეხმარება, თუმცა შესაძლოა ეს პერიოდი სამ კვირამდე გაგრძელდეს. სამწუხაროდ უახლოეს შეხვედრებში ვერ დაგვეხმარება, თუმცა ლუკას ერნანდესმა ამ პოზიციაზე თამაშისას მუნდიალი მოიგო. ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან. ერნანდესს ამ პოზიციაზე თამაში კარგად გამოსდის. ასევე, შეგვიძლია მარცხენა მცველის პოზიციაზე ალფონსო დევისი ვიხილოთ.''

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, 18 სექტემბერს ''ბაიერნი'' სერბულ ''ცრვენა ზვეზდას'' უმასპინძლებს. მეორე ტურის მატჩში ''ბაიერნი'' სტუმრად ლონდონის ''ტოტენჰემს'' შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა პირველ ოქტომბერს გაიმართება და ალაბას გარეშე ჩაივლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები