ქაჯაიას ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური ლიცენზია
Aa
Aa

ქაჯაიას ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური ლიცენზია

ნურსულთანში ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

ტურნირის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლივენზია იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა.

130 კილოგრა წონით კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა გერმანელი მეტოქე ედუარდ პოპი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე ქაჯაიამ ნორვეგიელი ოსკარ მარვიკს, არუმინელი ალინ ალექსუკ კიურარიუსა და ჩილელ იასმანი აკოსტა ფერნანდეს მოუგო.

მეოთხედფინალში კი ტიტულოვან თურქ მოჭიდავესთან რიზა კაილპთან ანგარიშით 5:1 დამარცხდა.

ბერძნულ - რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი სამი მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ , რომ მსოფლიო ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ.

ხოლო გიორგი მელიამ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

19 სექტემბრიდან კი ყაზახურ ხალიჩებზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები