სლოვენიელი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში
Aa
Aa

სლოვენიელი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერ კლუბ ''ვიტ ჯორჯიაში'' 22 წლის სლოვენიელი ფეხბურთელი მორის ნუსუევი ჩაირიცხა.

საქართველოს ჩემპიონატის გასულ ტურში თბილისის ''დინამოსთან'' შეხვედრაში ნუსუევი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მისი დებიუტი ქართულ კლუბში არ შედგა.

ამპლუით მცველი საქართველოში ჩამოსვლამდე სლოვენიის მესამე ლიგის კლუბ ''ილირიაში'' თამაშობდა.

რაც შეეხება მის ახალ კლუბს, 27 ტურის შემდეგ ''ვიტ ჯორჯია'' 17 ქულით ბოლო ადგილზეა და მეცხრე საფეხურზე მყოფ ''სიონს'' 10 ქულით ჩამორჩება.

28-ე ტურში ''ვიტ ჯორჯია'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მინდორზე გიორგი ნემსაძის გორის ''დილას'' უმასპინძლებს. მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები