ჩხეტიანი:''სადაც არის ერთსულოვნება, იქ ყოველთვის არის შედეგი''
Aa
Aa

ჩხეტიანი:''სადაც არის ერთსულოვნება, იქ ყოველთვის არის შედეგი''

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ''ტორპედოს'' მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

''საბურთალოსთან'' ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჩხეტიანმა აღნიშნა:''ვფიქრობ ''საბურთალოსთან'' პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, მეორე ნახევარში მეტოქემ მოუმატა და დაცვაში ჩაჯდომა გვაიძულა.

ფეხბურთელებს დიდი მადლობა თავდადებისთვის. ჩვენი გუნდის მეკარეს, დავით ასათიანს წარმატებულ თამაშს ვულოცავ, მას დიდი მომავალი აქვს. უშიშრად გამოვიდა და ბოლო ორ თამაშში საუკეთესო იყო.

მთელი ქვეყანა დაგღალეთ ჩვენი ხელფასების აუღებლობით. ამ ყველაფრით ყველა დაიღალა, ფედერაცია და მერია  პროცესში ჩართულნი არიან. იმედი მაქვს ყველაფერი მალე მოგვარდება.''

სოციალურ ქსელში ''საბურთალოსთან'' მატჩის შემდეგ ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ფეხბურთელებს ემოციურად მიმართავს:''სადაც ერთსულოვნებაა, იქ ყოველთვის არის შედეგი.''

ფოტო/ვიდეო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური, ''ჩვენ ვართ ტორპედო''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები