კანჩელსკისთან გამარჯვების შემდეგ არველაძე დააჯილდოვეს
Aa
Aa

კანჩელსკისთან გამარჯვების შემდეგ არველაძე დააჯილდოვეს

ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე აგვისტოს თვის უზბეკეთის სუპერლიგის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

აგვისტოში ''ფახთაქორმა'' სუპერლიგაში სამი მატჩი გამართა და ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა. ბურთების შეფარდები შთაბეჭდავია, არველაძის გუნდმა 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.

View this post on Instagram

Super League Manager of the month – August 2019. A very special thanks to the staff! #pakhtakorlions ????

A post shared by Shota Arveladze (@shota_arveladze) on Sep 16, 2019 at 10:32am PDT

ასევე აღსანიშნავია, რომ ''ფახთაქორმა'' ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 14 მატჩიდან ყველა მოიგო. უკანასკნელად 2019 წლის 31 მაისს დამარცხდა.

''ფახთაქორის'' მთავარ მწვრთნელს გოჩა ტყებუჩავა ეხმარება, ხოლო კლუბის მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა.

19 ტურის შემდეგ ''ფახთაქორი'' სუპერლიგას 53 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ''ლოკომოტივს'' 17 ქულით უსწრებს.

სუპერლიგის გასულ ტურში შოთა არველაძის გუნდმა ანდრეი კანჩელსკისის გაწვრთნილი ''ნავბახორი'' სტუმრად მინიმალური სხვაობით დაამარცხა (0:1).

2001-02 წლებში კანჩელსკისი და არველაძე ''რეინჯერსში'' თანაგუნდელები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები