ზედიზედ მე-3! - ტოჩინოშინის გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში!
Aa
Aa

ზედიზედ მე-3! - ტოჩინოშინის გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში!

"აკი ბაშოს" რიგით მე-10 დღეს, ტოჩინოშინმა მორიგი ორთაბრძოლა გამართა და მე-5 მაეგაშირა ჩიოტაირიუს დაუპირისპირდა. 

ჩიოტაირიუ "შემოდგომის ბაშოს" საკმაოდ ცუდ ფორმაში შეხვდა და დღევანდელ ორთაბრძოლამდე ბალანსი 2:7-თან ჰქონდა, ხოლო "ტოჩისთან" ურთიერთშეხვედრებსაც 2:7-ს აგებდა.

დღევანდელი ორთაბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა და 35-40 წამის განმავლობაში უპირატესობის მოპოვებას ორივე სუმოისტი ცდილობდა. საბოლოოდ, ლევანმა მეტოქეს კარგად შეუტია და დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

 

ქართველმა მიმდინარე ბაშოზე რიგით მე-5 გამარჯვება იზეიმა, რითაც ბალანსი 5:5-ზე გაუხდა და "კაჩი-კოშის" გაფორმების შანსი გაიზარდა - დარჩენილი 5-დან 3 ორთაბრძოლის მოგებაა საჭირო.

"აკი ბაშოს" მე-11 დღეს, ქართველი რიკიში ტაკაკეიშოს შეხვდება, რომელიც წოდებით სეკივაკეა და ბოლო ბაშოებზე საკმაოდ ძლიერად გამოდის. გამონაკლისი არც "აკი ბაშოა", რომელზეც 23 წლის იაპონელმა 10-დან 8 ბრძოლა მოიგო და ჩემპიონობისთვის იბრძვის. იგი ტოჩინოშინს ურთიერთშეხვედრებში 6:2-ზე ამარცხებს.

ცხელი ამბები