ხაშურში ახალი სტადიონი აშენდება
Aa
Aa

ხაშურში ახალი სტადიონი აშენდება

ქალაქ ხაშურში საფეხბურთო სტადიონი აშენებდა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის განცხადებით მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში ან ოქტომბერში დასრულდება.

ხაშურში ასევე იმყოფებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები.

ლევან კობიაშვილი:''ამ არაჩვეულებრივი პროქტის მშენებლობა რამდენიმე თვეა დაწყებულია. მშენებლობა დაახლოებით მომდევნო წლის სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. პროექტი სტანდარტული ზომის მოედანს მოიცავს. ასევე ტრიბუნა, სადაც 2 000 ადამიანი დაეტევა.

 

მახარებს, რომ არაჩვეულებრივი პროექტი ხორციელდება. დიდი მადლობა თვითმმართველობას, გუბერნატორსა და ქალაქის მერს.''

ფოტო/ვიდეო: სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები