მაკარიძის აღიარება პორტუგალიაში
Aa
Aa

მაკარიძის აღიარება პორტუგალიაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მაკარიძე პორტუგალიის უმაღლესი ლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

''ბრაგასთან'' მოგებულ შეხვედრაში მაკარიძემ კარი მშრალად შეინახა და 6 სეივი შეასრულა. პორტუგალიის უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურში ყველაზე მეტი სეივი ''სეტუბალის'' ქართველი ლეგიონერის ანგარიშზეა.

GoalPoint-მა 29 წლის ქართველ მეკარეს 7,1 შეფასება დაუწერა. სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდა ლისაბონის ''ბენფიკას'' ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, რომლის გადაბირება გასულ ზაფხულში ევროპულ გრანდებს სურდათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის ხუთი შეხვედრიდან ოთხ მატჩში გოლი არ გაუშვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები