ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "სიტი" მეორე "ბარსელონა" გახდება

მიუნხენის "ბაიერნის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, მისი კოლეგის, ხოსეპ გუარდიოლას შესახებ ისაუბრა და საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი თვლის, რომ "მანჩესტერ სიტის" გუარდიოლას ხელში ისეთივე სათამაშო სტილი ექნება, როგორიც კატალონიის "ბარსელონას" აქვს.

"როდესაც გუარდიოლამ "ბაიერნი" ჩაიბარა, თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ის მიუნხენურ კლუბში იგივე სათამაშო სტილის დამკვიდრებას ვერ შეძლებდა, რასაც "ბარსელონა" თამაშობდა. თუმცა მოგვიანებით ყველამ ვნახეთ, რომ "რეკორდმაისტერი" კატალონიური კლუბის ანალოგი გახდა. განსხვავებული ფეხბურთელები, თუმცა ერთი და იგივე სათამაშო სტილი. ვფიქრობ, "მანჩესტერ სიტიში" ზუსტად იგივე განმეორდება" - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები