ბასილაშვილი მეცში მე-2 ნომრადაა და პირველ წრეში დაისვენებს
Aa
Aa

ბასილაშვილი მეცში მე-2 ნომრადაა და პირველ წრეში დაისვენებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმდინარე კვირას მეცში გასამართ 250-იან საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. დავიდ გოფენის შემდეგ ქართველს საუკეთესო განთესვა აქვს და პირველ რაუნდში დაისვენებს.

ნიკა ტურნირზე 1/8 ფინალიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე უმბერსა და მადენს შორის გამარჯვებული იქნება, 1/4 ფინალში მოწინააღმდეგე კი ჟო-ვილფრიდ ცონგა, იან-ლენარ შტრუფი, უგო ერბერი ან პაბლო ანდუხარი უნდა იყოს.

ნიკას მეცში 45 ქულა სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი, რომელიც მან გასულ წელს მეოთხედფინალში თამაშისთვის მოიპოვა.

ბასილაშვილი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა, თუმცა ოცეულს მიღმა მყოფ ჩოგბურთელებს ქულათა საკმაოდ მცირე ოდენობით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები