Aa Aa
16 სექტემბერი 2019  |  20:18

დე ხეამ "იუნაიტედთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტის ცნობით, დავიდ დე ხეამ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ესპანელმა გოლკიპერმა განახლებულ ხელშეკრულებაზე საკუთარი ხელმოწერა რამდენიმე საათის წინ დასვა.

"ახლა უკვე ჩემი მომავალი საბოლოოდ გადაწყვეტილია. მთავარი, რაც მსურს ისაა, რომ კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო, ჩვენ ერთად ტიტულები უნდა მოვიგოთ. ასეთ დიდ გუნდში გატარებული 8 წელი ნამდვილად პრივილეგიაა". - ამბობს დე ხეა.

პირენეელი კარის დარაჯი "წითელ ეშმაკებს" 2011 წელს, მადრიდის "ატლეტიკოდან" 18.9 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა. მას შემდეგ კი კლუბის მაისურით 367 შეხვედრა ჩაატარა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები