47 ნაკერი, რამდენიმე კათხა ლუდი, კაზინოში მოგებული 5000 დოლარი და უაილდერი
Aa
Aa

47 ნაკერი, რამდენიმე კათხა ლუდი, კაზინოში მოგებული 5000 დოლარი და უაილდერი

ტაისონ ფიურის ოტო ვალინის დამარცხება ძვირად დაუჯდა. ბრიტანელმა მოკრივემ შვედს 12 რაუნდიან მძიმე ჯახში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

ორთაბრძოლის შემდეგ ფიური სამშობლოში დაბრუნდა, კარგ განწყობაზეა და როგორც თავად აცხადებს უაილდერთან შერკინებისთვის მზადაა.

ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ ფიურიმ ადგილობრივ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ამერიკული თავგადასავალი გაიხსენა: „ორთაბრძოლის შემდეგ საავადმყოფოში წავედი და 40-ზე მეტი ნაკერი დამადეს. შემდეგ სახლში დავბრუნდი და რამდენიმე საათი მეძინა“.

„როცა გავიღვიძე კაზინოში წავედი, 5000 დოლარი მოვიგე და შემდეგ რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე. სხვათა შორის ლუდის დალევას ახლაც ვაპირებ“.

„რაც შეეხება უაილდერს, დეონტეისთან ომისთვის მზად ვარ და მასთან ბრძოლას მოუთმენლად ველოდები“.

„ვალინი ძლიერი მეტოქეა. ჩვენ კარგი შოუ დავდგით და მან უდიდესი წინააღმდეგობა გამიწია“.

ცხელი ამბები