ტაბიძისა და ყაულაშვილის ლელოები საფრანგეთის TOP 14-ში!
Aa
Aa

ტაბიძისა და ყაულაშვილის ლელოები საფრანგეთის TOP 14-ში!

საფრანგეთში TOP 14-ის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა. „ბორდომ“ ქვეყნის 14 გზის ჩემპიონ „სტად ფრანსეს“ უმასპინძლა და 52:3 გაანადგურა.

როგორც მოგეხსენებათ ჟიროდნელთა ღირსებას ქართველები ლაშა ტაბიძე და ლექსო ყაულაშვილი იცავენ.

ორივე ქართველი ლეგიონერი მოედანზე იმყოფებოდა. ტაბიძემ 21-ე წუთზე, ხოლო ყაულაშვილმა 65-ეზე ლელოების დადება მოახერხეს და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარნენ.

„ბორდომ“მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. ჟირონდელებმა 18 ქულით „ლიონთან“ ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში უდგანან.

ქართველების გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.

ცხელი ამბები