Aa
Aa

მეორე ოქრო! ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონია!

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილში 82 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ჰუსეინოვს შეხვდა. ორთაბრძოლა ქართველის უპირატესობით წარიმართა.

გობაძე 5-0 დაწინაურდა, რის შემდეგაც უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და საბოლოოდ 5-3 გაიმარჯვა.

ფინალისკენ მიმავალ გზაზე ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელ სტეფანოვიჩს 7-0 მოუგო, მეოთხედფინალში ჩინელი ძიანი 9:0 გაანადგურა, ხოლო ნახევარფინალში უზბეკ ხაშიმბეკოვს შეხვდა, გობაძემ აზიელი 3:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ,  ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა შორის 12-წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს მეორე ოქრო გობაძემ მოუტანა.

მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტმა გიორგი მელიამ 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. გარდა ამისა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. მელია შეხვედრას ხვალ, 16 სექტემბერს გამართავს.

ცხელი ამბები