ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია! არგენტინელები უშანსოდ დამარცხდნენ
Aa
Aa

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია! არგენტინელები უშანსოდ დამარცხდნენ

ჩინეთის 2019 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი ესპანელთა ტრიუმფით დასრულდა.

2006 წლის მსგავსად (საბერძნეთს 70:47 სძლიეს), ესპანელებმა ამჯერადაც მარტივი გამარჯვება მოიპოვეს და არგენტინას 20 ქულიანი სხვაობით 95:75 მოუგეს.

სკარიოლოს გუნდი პირველიდან ბოლო წამამდე დომინირებდა და არგენტინელებს შანსი ერთხელაც არ მისცემიათ.

ალბათ უმჯობესი იქნებოდა ფინალში საფრანგეთი, ან ავსტრალია გვენახა, მაგრამ სწორედ ეს არის კალათბურთის ხიბლი - ერთ კონკრეტულ შეხვედრაში არგენტინელებმა სენსაციები დააფიქსირეს და ფინალამდე მივიდნენ.

ესპანეთმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 8 შეხვედრა ჩაატარა და ყველას მოგება შეძლო!

ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშე რიკი რუბიო გახდა, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. მას ასევე ტურნირის MVP-ის ტიტულიც ერგო.

15 ქულით გამოირჩა სერხიო ლული, მარკ გასოლმა კი 14 ქულა ჩაადო, ძმებმა ერნანგომესებმა და რუდი ფერნანდესმა 11-11 ქულა მიითვალეს. ჯამში ესპანეთმა გუნდურად და ეფექტურად ითამაშა, რაც ამ გუნდის ხელწერაა.

რაც შეეხება ტურნირის საუკეთესო ხუთეულს - რიკი რუბიო, მარკ გასოლი, ლუის სკოლა, ევან ფურნიე და ბოგდან ბოგდანოვიჩი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები