ტრიუმფი 12-წლიანი პაუზის შემდეგ! ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია!
Aa
Aa

ტრიუმფი 12-წლიანი პაუზის შემდეგ! ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია!

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 55 კგ. წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმიამ წარმატებით იასპარეზა და ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ვიტალი კაბალოევი 8:3 დაამარცხა. წურწუმიამ ნახევარფინალშიც წარმატებით იასპარეზა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა! წურწუმიამ ნახევარფინალში იაპონელი შოთა ოგავა წმინდად დაამარცხა.

ტურნირის მეორე დღეს ნუგზარ წურწუმია ფინალში ყაზახ ზაკანშას დაუპირისპირდა. შეხვედრა ქართველის გამარჯვებით 9:0 დასრულდა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 2007 წლის შემდეგ ნუგზარ წურწუმია პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია.

ცხელი ამბები