მელიამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
Aa
Aa

მელიამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 97 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ ჰონდურასელი კასტილო და ყაზახი ისკაკოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ფრანგ ნოუმოვს 5:1 სძლია და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში მელია მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონს, სომეხ არტულ ალექსანიანს დაუპირისპირდა. გამარჯვება სომეხმა სპორტსმენმა მოიპოვა. 

მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტმა გიორგი მელიამ 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. გარდა ამისა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ცხელი ამბები