საფრანგეთი VS ავსტრალია - ბრინჯაოს მედლები ევროპელებს დარჩათ
Aa
Aa

საფრანგეთი VS ავსტრალია - ბრინჯაოს მედლები ევროპელებს დარჩათ

ჩინეთში მიმდინარე კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

საბოლოოდ ბრინჯაოს მედლები ფრანგებს დარჩათ - ვენსან კოლეს გუნდმა 67:59 მოიგო.

მესამე მეოთხედში ავსტრალიელები 14 ქულით იგებდნენ, თუმცა ევროპელებმა მოახერხეს და სხვაობა დაქაჩეს, როს შემდეგაც უპირატესობას დაეუფლნენ და ხელიდან ბოლო წამამდე არ გაუშვიათ.

ფრანგებთა რიგებში 19 ქულით ნანდო დე კოლო გამოირჩა, ფურნიეს 16 ქულა ჰქონდა.

დე კოლო ფარიდან ჩამოხსნეს

რაც შეეხება ავსტრალიას, ჯო ინგლსი 17 ქულას, პატი მილსი კი 15 ქულას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები