ზაზა ფაჩულიას „მილოუკი“ ფლეი-ოფში ითამაშებს
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას „მილოუკი“ ფლეი-ოფში ითამაშებს

ზაზა ფაჩულიასმილუოკი ბაქსმაშინბრუკლინ ნეთსი” 96:73 გაანადგურა. “ბაქსმაამ გამარჯვებით ლეი ოფში თამაში რეგულარული პირველობის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჯეისონ კიდის შეგირდებმა 30:18 მოიგეს.

ზაზა სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23 წუთი და 50 წამი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და ჩაჭრა შესძინა. მან 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ფაჩულიას პარკეტზე ყოფნის დროსმილუოკიმმეტოქეს 13 ქულით მეტი ჩაუგდო.

მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა ერსან ილიასოვამ ჩააგდო. ნიუ იორკელთა რიგებში ბრუკ ლოპესი 12 ქულით და 10 მოხსნით გამოირჩა.

 

მილუოკი” 40 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფება და 2 ტურით ადრე პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები